ავტოპორტრეტი

ავტოპორტრეტი
ავტოპორტრეტი

Thursday, January 24, 2013

ვან გოგის ნახატების შესახებ

 კარტოფილით ვახშმობა.
ტილო, ზეთი 
82 x 114 სმ
ვან გოგის სახელმწიფო მუზეუმი,
ამსტერდამი ( ჰოლანდია)

         1885 წელს ვან გოგმა დახატა მცირე ზომის ტილო, რომელზეც გამოსახული იყო ოთხი გლეხი ვახშმობის დროს,ვიწრო ოთახში უბრალო ლამპის შუქზე. ეს იყო ამ სურათის პირველი,– სილუეტების თვალსაზრისით ყველაზე რთული და ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ვარიანტი.
ამ ტილოში შესანიშნავადაა გადმოცემული არა მარტო ვან გოგის თამამი ტექნიკური გადაწყვეტა, არამედ მისი იმდროინდელი განცდები. ამ სურათში გამოხატულია მხატვრის უმთავრესი და დაუძლეველი მისწრაფება, თავი ანაცვალოს მოყვასს. აქ ცხადად ვლინდება მისი რელიგიური სულისკვეთება. "მინდოდა გამომეხატა აზრი, რომ ამ უბრალო ადამიანებმა, რომლებიც შინ, ლამპის შუქზე კარტოფილს შეექცევიან, თვითონვე ამოიღეს მიწიდან ეს კარტოფილი... ჩემი სურათი პატივს მიაგებს ხელით შრომასა და საკვებს, რომელიც მათ ასე პატიოსნად მოიპოვეს... მსურს ეს სურათი არც ლამაზი ეგონოთ და არც კარგად დახატული". საქმე ეხებოდა ფერწერის სოციალურ მნიშვნელობას და ვან გოგის სურვილს, გაეზიარებინა სხვისი ტკივილი.

 პასტორის სახლი ნიუენენში.
ტილო.ზეთი
33 x 43 სმ
რეიკსმუზეუმ ვან გოგი,
ამსტერდამი ( ჰოლანდია)

             გოგის ყველა ნამუშევარში და კერძოდ, ამ სურათში მხატვრის პირადი პრობლემები და განცდები თავს იყრის პლასტიკურ გადაწყვეტაში. პირველი შემთხვევაა, როდესაც ფერწერული ნამუშევრის თემა უშუალოდ და მჭიდროდაა დაკავშირებული მხატვრის პირად ცხოვრებასთან.
ამ სურათზე გამოსახულია სახლი,რომელშიც ვან გოგი ოჯახთან ერთად თითქმის ორი წლის განმავლობაში ცხოვროვდა. 1885 წლის მარტში, მამამისის უეცარი გარდაცვალების შემდეგ, ვან გოგის სურათები ავტობიოგრაფიული გახდა. ხელოვანი ხატავს მამის ნივთებს და კოშკს ნიუენენის სასაფლაოზე, სადაც მისი მშობელია დაკრძალული. მამის სიკვდილის შემდეგ მან ახლიდან გააცნობიერა თავისი დამოკიდებულება ოჯახის მიმართ და მასთან დაკავშირებული საგნები და ადგილები სათითაოდ, რუდუნებით გადაჰქონდა ტილოზე, თოთქოს უნდოდა დაემტკიცებინა, რომ ნამდვილი მხატვარი გახდა.

 დუქანი მონმარტზე.
ტილო,ზეთი
49 x 64 სმ 
ორსეს მუზეუმი, პარიზი (საფრანგეთი)

        ვან გოგი 1886 წლის მარტში ჩავიდა პარიზში. პირველ ხანებში ნატიურმორტებს და ურბანისტულ სცენებს ხატავდა. 1886 წლის ოქტომბერში მან დახატა " დუქანი მონმარტზე", ანუ "რადეს წისქვილი", რომელსაც "ლა გალეტის წისქვილის " ( მულენ დე ლა გალეტის) სახელწოდებით უფრო იცნობდნენ. ვან გოგმა ყურადღება უბრალო დუქანზე გაამახვილა, სადაც ჭიქა ღვინის დასალევად შედიოდნენ კლიენტები. ემილ როზას რომანებით შთაგონებული უბრალოება და სისადავე მის სულს უკეთ ესადაგებოდა.
ეს ნამუშევარი ვან გოგის პარიზულ პერიოდში შექმნილ ტილოებს შორის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. მისი ზომები მოწმობს, რომ მხატვარს სურდა, შეექმნა არა ეტიუდი, რომელშიც ფერთა კომბინაციებს გამოცდიდა, არამედ სერიოზული, მნიშვნელოვანი ნამუშევარი. 
  
 მზესუმზირები.
ტილო,ზეთი
97 x 73 სმ 
ეროვნული გალერეა,
ლონდონი ( დიდი ბრიტანეთი)

მხატვრისთვის მზესუმზირები მის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვენლოვან ქმნილებას წარმოადგენს. რატომ? იმიტომ,რომ ისინი წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი ფერის–ყვითლის გამაში. ეს იყო დახვეწილი ნიუანსებიტ აღსავსე ფერთა გამა რამდენიმე ძალიან წვრილი წითელი და ლურჯი ხაზით. ვინსენტს სჯეროდა,რომ ამით მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა წინ. იგი ძმას ეუბნეოდა: " ყვითლის ჰარმონიისთვის,რომ მიმეღწია,– რაც ამ ზაფხულს მოვახერხე – ეს გულის გასკდომის ფასად დამიჯდა". ის იმდენად დარწმუნებული იყო საკუთარ მიღწევებსა და წარმატებებში, რომ თეოს ურჩია: " ნახავ, რა დიდ ყურადღებას მიიპყრობს ეს ტილოები, მაგრამ გირჩევ, შენთვის დაიტოვო, შენი და შენი მეუღლის საძინებლისთვის. ეს ისეთი ფერწერაა, რომელიც სახეს იცვლის და უფრო მდიდრული ხდება, თუ მას დიდ ხანს უყურებ".


ვან გოგის შემოქმედება საფრთხის წინაშეა:
მეცნიერების თქმით დროთა განმავლობაში ვან გოგის ნამუშევრები ფერს იცვლის, ამჟამად მეცნიერები იმით არიან დაკავებული თუ რა საღებავებს იყენებდა მხატვარი. ამ ვიდეოში თქვენ  მოისმენტ მეცნიერების კვლევებს ნახატების ფერის ცვლილებასთან დაკავშირებით.

 ვინსენტის ნახატების ფერთა ცვლილების შესახებ მეცნიერების ვარაუდი.


გამ. ლიტ: ვან გოგი. youtube.com google.com

1 comment:

  1. WinStarz Casino & Resort: Login, Phone Number & Website
    Find the best login, phone number, website and apps 김천 출장마사지 for WinStarz Casino & Resort. 진주 출장마사지 Get 전라북도 출장안마 the inside 화성 출장샵 scoop on 나주 출장안마 where to play.

    ReplyDelete