ავტოპორტრეტი

ავტოპორტრეტი
ავტოპორტრეტი

Thursday, January 24, 2013

ვინსენტის სიყვარულის ისტორიები

 ვინსენტ ვან გოგი.

ვინსენტ ვან გოგის პირველი სიყვარული ეჟენ ლოიერი იყო, როდესაც იგი ლონდონში მუშაობდა, მას სახლის მეპატრონის ქალიშვილი  შეუყვარდა, რომელმაც ცოლობაზე უარი უთხრა. სიყვარულში ამ პირველმა იმედგაცრუებამ ღრმად დაანაღვლიანა. მდგომარეობიდან გამოსასვლელად მან ბიბლიის კითხვა დაიწყო. ამ ფაქტმა მის კარიერაზეც იმოქმედა, 1876 წლის 1 აპრილს ვინსენტი ფირმიდან დაითხოვეს არაპუნქტუალურობის და სამუშაოსადმი ინტერესის უქონლობის გამო.
 კეი ვოსი.

1881 წლის 12 აპრილს გოგი მშობლებთან,ეტენში, ბრუნდება ზაფხულის დამდეგს კი რამდენიმე დღით ვან გოგებს ნათესავი – კეი ვოსი ესტუმრა. ქალი დაქვრივებული იყო და ოთხი ოთხი წლის ბავშვი ყავდა. ვინსენტს იგი შეუყვარდა, მაგრამ ქალისგან უარი მიიღო, რაც მისტვის კიდევ ერთი იმედგაცრუების მიზეზი გახდა. კეი გაიქცა და ამსტერდამში დაბრუნდა. ვინსენტმა იქაც ჩააკითხა, მაგრამ კეიმ მისი ნახვა არ მოისურვა.  ამის შემდეგ ვინსენტი ჰააგაში გაემგზავრა.
კლარინ მარია ჰოორმიკი.


ჰააგაში მან ნელ–ნელა დაივიწყა თავისი დეიდაშვილი კეი, მაგრამ ერთგან წერს:  " არ შემიძლია, ჩემთვის წარმოუდგენელია უსიყვარულოდ სიცოცხლე. მე ვნებების კაცი ვარ. ქალი უნდა ვიპოვო, თორემ გავიყინები და ქვად გადავიქცევი".  მან გაიცნო კლარინ მარია ჰოორმიკი ( სიენი), რომელიც მისთვის პოზირებდა, როგორც მენატურე. ქალი ოცდათორმეტი წლის იყო, ნახევარი ცხოვრება მეძავობაში გაეტარებინა და იმხანად ბავშვს ელოდებოდა. ვინსენტ ვან გოგმა ის თავის ბიჭთან ერთად შეიფარა სახელოსნოში. ამ შეხვედრამ ვინსენტი სულიერად გამოაცოცხლა, მაგრამ ფიზიკურად დაასუსტა. მისი შემოსავალი ძლივს წვდებოდა სამი სულის რჩენას და სახელოსნოს ქირას. თეოს არაერთგზის ჩარევის და ბავშვის დაბადების შემდეგ სიენმა ვან გოგი მიატოვა იმ საბაბით, რომ მხატვარს სოფლად ცხოვრება სურდა. სიენისგან მხოლოდ რამდენიმე ფაქიზი ნახატი და ერთ–ერთი იშვიათი ლითოგრაფია– "სევდა" შემორჩა.
 კართოფილით ვახშმობა.


შემდეგ ვინსენტ ვან გოგი შეუყვარდა მეზობლად მცხოვრებ ორმოცი წლის შინაბერას, მარგო ბეგემანს, რომელმაც თავი მოიწამლა მხატვრის გულგრილობის გამო, ყველამ ვინსენტი დაადანაშაულა, თუმცა ამ ურთიერთობის წინააღმდეგი იყვნენ. როცა ერთი ქალიშვილი, რომელიც "კართოფილით ვახშმობაში"  ზურგით ზის და ვან გოგისთვის მხოლოდ მენატურე იყო, დაორსულდა, ესეც ვან გოგს დააბრალეს და კათოლიკე ღვთისმსახურმა მრევლს მისთვის პოზირება აუკრძალა.
 ვან გოგის საყვარელი ქალი.
გამ.ლიტ: დიდი მხატვრები: ვან გოგი, google.ge youtube.com


No comments:

Post a Comment