ავტოპორტრეტი

ავტოპორტრეტი
ავტოპორტრეტი

Thursday, January 24, 2013

ვან გოგის "წერილები"

ვან გოგი მხოლოდ გენიალური მხატვარი არ ყოფილა, ის იყო თვის ეპოქის ერთ–ერთი დიდი მოაზროვნე.ამაში პოსტის წაკითხვისას ღრმად დარწმუნდებით. გთავაზობთ ნაწყვეტებს წიგნიდან.  შეგახსენებთ იმასაც, რომ წერილების უმეტესობას ვან გოგი თავის ძმას – ტეოს 1880-დან 1890 წლამდე წერდა… ამ დროის განმავლობაში, მან მრავალჯერ გამოიცვალა საცხოვრებელი ადგილი. ტეო მას მატერეალურად ეხმარებოდა.
 ვინსენტის წერილები.
” შეიცვალა მარტოოდენ ჩემი ცხოვრება – მაშინ ისე არ მიჭირდა , არც მომავალი მეჩვენებოდა ასე დუხჭირად, რაც შეეხება ჩემ შინაგან არსს, აზროვნების ად ხედვის მანერას, არ შეცვლილა, იგივე დარჩა. და თუ ცლილება მაინც მოხდა, მხოლოდ იმ მხრივ, რომ აზროვნებას უფრო მეტი სიღრმე მიეცა, ახლა უფრო ღრმად მწამს და მიყვარს, ვიდრე უწინ.”

ბორინაჟი, 1880წ, ივლისი.

“გლეხი რომ ხედავს, მთელი საათი ბებერი ხის წინ როგორ ვზივარ და მისი ტანის დახატვას ვცდილობ, ფიქრობს, რომ ჭკუაზე შეშლილიაო და ცხადია, დამცინის. ახალგაზრდა მანდილოსანი, პირს რომ იბრუნებს მუშასა და მის დაკერებულ გაქონელი, გაპოხილ, ჭუჭყიან სამოსს არ შევხედო, რა თქმა უნდა, ვერ გაიგებს, ბორინაჟში ანდა ჰეისტში რისთვის მივდივარ, ან შახტის სანგრევში რას დავეძებ. მასაც, ცხადია, გიჟი ვგონივარ. მაგრამ ეს ჩემთვის სულერთია”

ბრიუსელი, 2 აპრილი, 1881წ

“ეს მღვდლების ღმერთი ჩემთვის მკვდარია, მაგრამ განა , ამის გამო ათეისტი ვარ?? მღვდლებს ათეისტი ვგონივარ. დე, ასე იყოს. მაგრამ მე მიყვარსმ სიყვარული კი როგორ შევძლებდი, რომ არ ვცცხლობდეთ მეცა და სხვებიიც; და რაკი ვცოცხლობთ, ეს ამბავი თავისთავად სასწაულია. დაარქვი რაც გსურს, თუნდ ღმერთი, თუნდ კაცის ბუნება, მაგრამ რაღაც მაინც არსებობს და მე მისი არც გარკვევა შემიძლია, არც რაიმე სისტემაში მოთავსება. თუმცა ეს რაღაც მეტისმეტად რეალური და არსებითია; ჩემი ღმერთი სწორედ ეს არის, ანდა, ის ჩემთვის იგივეა, რაც ღმერთი….”

ეტენი, დეკემბერი 1882

“მე კი ისევ აყოლილი ვარ ყოვლად უაზრო, არც თუ ისე ლამაზ სასიყვარულო ფათერაკებს, რაც, ჩვეულებრივ, იმით მთავრდება, რომ გულმოკლული და დარცხვენილი ვრჩები ხომე. მაგრამ ვფიქრობ, მაინც ასე სჯობს: ის გარდასული, დაუბრუნებელი წლები, როცა სწორედ, სიყვარულის დრო იყო, მე ათას რელიგიურ და სოციალურ გატაცებას შევალიე და ხელოვნებაც ბევრად წმინდა რამ მეგონა, ვიდრე დღეს ვფიქრობ.”

პარიზი, 1887

“ხელოვნება არის ადამიანს პლუს ბუნება!”

“ხანდახან ვრწმუნდები, ღმერთზე მსჯელობა მის მიერ შეწმნილი სამყაროს მიხედვით არ შეიძლება: ეს ხომ მისი უხეირო ეტიუდია…
მერწმუნე, თუკი მხატვარი გიყვარს, მის უხეირო ნახატებს გაკრიტიკებას არ დაუწყებ და გაჩუმდები. სამაგიეროდ, უფლება გაქვს, მისგან რაიმე უკეთესს ელოდე..
ჩვენ შემოქმედის სხვა ნამუშევრებიც უნდა გვენახა, რაკი სავსებით ნათელია, რომ ეს ქვეყანა სახელდახელოდ შეუქმნია, უდროო დროს, როცა თავადაც არ იცოდა, რას აკეთებდა, ანდა სულაც თავგზა ჰქონდა აბნეული. თუმცა, ლეგენდა ამტკიცებს, რომ მამა ღმერთმა ამ ეტიუდზე უდიდესი შრომა გასწია. მზად ვარ, ვიწამო, რომ ლეგენდა მართალს ამბობს, მაგრამ ამის მიუხედავად,”ეტიუდი” მაინც არ ვარგა. რა თქმა უნდა, ამდაგვარი შეცდომები ოსტატის ხელს არავის მოუვა. ეს უდიდესი ნუგეშია, რადგან მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ შემოქმედი რევანშის აღებას კიდევ შეძლებს. მაშასადამე, რა არის, არის.. ასე მკაცრად და სამართლიანად გაკრიტიკებულ ჩვენს ამქვეყნიურ ცხოვრებას უნდა შევურიგდეთ და იმედიღა ვიქონიოთ – რამე უკეთესს იმქვეყნად ვნახავთ…”  
 ერთ–ერთი წერილთაგანი.


არლი, 1888, თებერვალი

“ადამიანის სიცოცხლეზე ყველაფერი ვიცით თუ არა?! იქნებ, ჩვენთვის ცნობილია სიცოცხლის მხოლოდ ის ნაწილი, რომლის ბოლოც სიკვდილია???”

არლი, 1888

“თუმც მიწიერი ცხოვრება ჩვენი სწორედ, იმით ემსგავსება ჩვეულებრივ მატარებლით მოგზაურობას – მიდიხარ სწრაფად, ვერც იმას ხედავ, წინ რა არის და რაც ყველაზე მთავარია, ვერც ლოკომოტივს…”

არლი 1888, აგვისტო

“ექიმები გვეუბნებიან, რომ მარტო მოსე, მაჰმადი, ქრისტე, ლუთერი, ბენიანი, არამედ ფრანს ჰალიც, რემბრანდტიც, დელაკრუაც დედაჩვენივით შეზღუდული და კეთილი გულის დედაბერბიც გიჟები იყვნენო.
აქ უკვე ერთი სერიოზული კითხვა ისმის. ჯობდა ამ კითხვით ექიმებისთვის მიგვემართა, – მაშ ვინღა არიან ნორმალურები?
იქნებ,, ისევ სამეძაოს მეკარენი – ისინი ხომ არასოდეს არ ტყუიან? ალბათ, ასეა. მაშ რა ვირჩიოთ? საბედნიეროდ, არჩევანი ჩვენ არ გვეკუთვნის.”
არლი, 1888

წერილები ვან გოგის.


“რაც მეტს ვფიქრობ, ვრწმუნდები, ყველაზე დიდი ხელოვნება, ყველაზე დიდი სილამაზე – ადამიანთა სიყვარულია. მეტყვი, რომ კაცი მხატვრებსაც უნდა ერიდოს და ხელოვნებასაც. საერთოდ, კი ასეა, მაგრამ ხომ უყვარდათ, ხელოვნება ბერძნებს, ფრანგებს, ძველ ჰოლანდიელებს; ხელოვნება, დაცემის და დაკნინების გარდაუვალი პერიოდების გამოვლის შემდეგ ნიადაგ რომ განახლდება და აღდგება ხოლმე? არა მგონია, მხატვრების და ხელოვნებისგან განრიდებით ადამიანს სათნოება ემატებოდეს…”
არლი, 1888

“ქრისტე არის ერთადერთი ფილოსოფოსი, მოგვი და სხვ. ვისაც მთავარ ჭეშმარიტებად, არსებობის აუცილებელ პირობად და გამართლებად, მარადიულობა სიცოცხლისა, უსასრულობა დროისა და არარსებობა სიკვდილისა, თავდადება, თავგანწირვა, სულის სინათლე მიაჩნია. მან უწმინდესი ცხოვრება განვლო და მხატვრებს შორის უდიდესი მხატვარი იყო, რადგან უარჰყო მარმარილოც, თიხაც და საღებავიც და ქმნიდა მხოლოდ სისხლით და ხორცით!“

არლი, 1888

“ლუთერის ბიოგრაფია თუ წაგიკითხავს? კრანახი, დიურერი, ჰოლბეინი მისგან მოდიან! იგი, მისი პიროვნება, შუა საუკუნის მწვერვალი და ჩირაღდანია!”

არლი, 1888

“შექსპირს აქვს რაღაც რემბრანდტისა, მიშლეს კორეჯოსი, ვიქტორ ჰიუგოს – დელაკრუასი, სახარებას – რემბრანდტისა და რემბრანდტს კიდევ – სახარებისა!”

“წიგნი, ხელოვნება და სინამდვილე, ჩემთვის ერთი და იგივეა.”

სულ ეს იყო…ბონუსად ვან გოგის ერთ-ერთი წერილის ესკიზი, სადაც ის თავის ძმაოს ტეოს უყვება ახალი ბინის შესახებ. წერილზე თან დართულია მისი ოთახის ესკიზი.



ვინსენტ ვან გოგის წერილების შესახებ.

გამ.ლიტ: ninucaelectro.wordpress.com
                 youtube.com
                 google.com

No comments:

Post a Comment