ავტოპორტრეტი

ავტოპორტრეტი
ავტოპორტრეტი

Wednesday, January 23, 2013

ირვინგ სტოუნი– "წყურვილი სიცოცხლისა"

ირვინგ სტოუნი "წყურვილი სიცოცხლისა"
რომანი წარმოადგენს ვინსენტ ვან გოგის ბიოგრაფის, რომელიც დამყარებულია რეალურ ფაქტებზე და რომელიც მწერალმა თავად მოიძია წერილებისა და იმ ადამინების დახმარებით, ვინც ცხოვრებაში შეხვედრია მხატვარს.

ჩემი აზრით, ვან გოგის გაგებას ვერ შეძლებთ თუ მისი ბიოგრაფია არ გაქვთ წაკითხული, მისი ნახატები მის ცხოვრებასთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, შეიძლება ითქვას,რომ ვან გოგის ნახატები საკუთარი ცხოვრების გამოძახილია, მისი ტკივილის და სიხარულის. მიმდინარეობების ცოდა სულაც არაა საკმარისი ამა თუ იმ მხატვრის გასაგებად. გასაგები არ იქნება, რატომ არის ზოგიერთი ნამუშევარი შავი, ზოგი კი ასე მზიანი. ნათელი ფერები არლიში ჩასვლის მერე გაჩნდა და საუკეთესო ნახატები იქ შექმნა, თუმცა სწორედ ამ ქალაქში შეიშალა ჭკუაზე. მსგვასი ბედი გაიზიარა ბევრმა მხატვარმა.  საოცრად იმიქმედა ვან გოგისა და პოლ გოგენის ერთად ცხოვრების ეპიზოდმა.  კარგად ჩანს ორი დიდი ხელოვანის სრულიად განსხვავებული ხედვა, ინდვიდუალიზმი, საკუთარი სტილი, ყველაფერში თანხმდებიან გარდა მხატვრობისა. მერე გოგენი მიდის და ვან გოგიც მისი წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს პოლის ცარიელი სკამის დახატვით აჩვენებს.

“წყურვილი სიცოცხლისა” ვინსენტ ვან გოგის ცხოვრებას ასახავს თუმცა ბევრ საინტერესოს იგებ გოგენზე, ტულუზ ლოტრეკზე იმ დროისთვის უცნობ მხატვრებზე. როგორ ცდილობენ თავის დამკვიდრებას, რა გაჭირვებაში ცხოვრობენ. თავად ვან გოგისთვის ყავა და შავი პური ერთადერთი საჭმელი იყო დიდი ხნის განმავლობაში. ვან გოგისა და პოლ გოგენის ერთად ცხოვრების ეპიზოდში,კარგად ჩანს ორი დიდი ხელოვანის სრულიად განსხვავებული ხედვა, ინდვიდუალიზმი, საკუთარი სტილი, ყველაფერში თანხმდებიან გარდა მხატვრობისა. მერე გოგენი მიდის და ვან გოგიც მისი წასვლით გამოწვეულ სიცარიელეს პოლის ცარიელი სკამის დახატვით აჩვენებს.მათი წარმატების საკუთარი თავის გარდა სხვა არავის სჯერა, ერთმანეთსაც სულ აკრიტიკებენ. “მზესუმზირებზე” ბევრი ყვითელი დაგითხიპნიაო, იმიტომ რომ ინდივიდუალურები არიან, საკუთარი სტილი აქვთ სხვა ვერც წარმოუდგენიათ, თუმცა თანხმდებიან მთავარზე:

“მთავარი ის კი არ არის, ზუსტად გადმოხატო საგანი, არამედ გადმოსცე მისი არსი. ფოტოაპარატისგან მხატვრობა იმით განსხვავდება, რომ ის უფრო შორს მიდის”.

 ვან გოგის სიდიადისა მხოლოდ ექიმ გაშეს სჯეროდა, ალბათ იმისაც, რომ წლების შემდეგ მისი პორტრეტი მსოფლიოს ძვირადღირებულ, ნახატების სიაში მეოთხე ადგილას გავიდოდა.  
 ექიმი პოლ გაშე.


თვითონ ამბობდა: “ამათ ჰგონიათ, რომ ხატვამ გამაგიჟა. შეიძლება ასეცაა, რადგან მხატვარი იმ ადამიანთა რიცხვს ეკუთვნის, რომელთაც მეტისმეტად შთანთქავს თვალით დანახული.“

სიკვდილის წინ ისევ მხატვრებს იხსენებს : “გოგენს, რომელიც სადღაც ბრეტანშია გადახვეწილი, ჟორჟ სიორას, რომელიც ხატვას შეეწირა, რუსოს, ცოცხლად რომ დასამარებულა თავის ჭუჭყიან სოროში.” ყველა მაშინ აღიარეს, როცა უკვე აღარ სჭირდებოდათ, ჯანმრთელობა შერყეულები ნაადრევად გარდაიცვალნენ. მერე ვფიქრობდი, იქნებ მართალიცაა და ასეთ პირობებში რომ არ ეცხოვრათ, იქნებ ვერც დაეხატათ ის, რაც დახატეს.

“ცოცხლად გახრწნილი ადამიანების მყრალი სუნით” გაჟღენთილ საავადმყოფოში ფულის ნაცვლად საკუთარ ნახატებს აძლევს ექიმს, ბოლომდე ძმა ინახავდა, რისთვის ქმნიდნენ ნახატებს, იმისთვის რომ ჩვენ გვენახა, მილიონებად გაყიდულიყო და ეს ფული ვიღაცის ჯიბეში წასულიყო, არ ვიცი ეს სუფთა ალტრუიზმია თუ არა, ალბათ ვერასოდეს გავიგებ. ისინი სხვანაირი ადამიანები არიან, მე კიდევ ჩვეულებრივი.

ირვინგ სტოუნის ბოლო წიგნი. ვან გოგის ცხოვრების შესახებ.

გამოყ. ლიტ: ირვინგ სტოუნი " წყურვილი სიცოცხლისა". mkitxveli.wordpress.com
                       tevzi.wordpress.com
                       youtube.com
                       google.com

No comments:

Post a Comment